აბაშის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

  • აბაშის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელთან ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ.

ამავე ინფორმაციით, შენობა აღიჭურვება კომპიუტერული სისტემებით, შემეცნებითი და კვების ობიექტებით.

ცენტრი 24 საათის განმავლობაში მოემსახურება სტუმრებს და შესთავაზებს ტურისტულ სერვისებს.

ვიზიტორებისთვის ასე მოეწყობა ავტოსადგომი. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.