საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრა იქნება შესაძლებელი

საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15- წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს, „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც არის აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების...

29 ოქტომბერს აიცრა 4151 ადამიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 974 521აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 034 853 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 36.4 %. სრულად ვაქცინირებულია 938 134 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 32.8%. 29 ოქტომბერს აიცრა 4 151 ადამიანი.

24 ოქტომბერს აიცრა 1 877 ადამიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 25 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 950 693 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 024 769 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 36.1 %. სრულად ვაქცინირებულია 925 169 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 32.4%. 24 ოქტომბერს აიცრა 1 877 ადამიანი.

საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია

განათლებისა და მეცნირების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ვაქცინაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია. “როგორც მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მიზანია, ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში...

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია 13 სექტემბრიდან დაიწყება

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს, 13 სექტემბრიდან დაიწყება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად.

ცხელი ხაზი 15 22, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე უპასუხებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა. უწყების ცნობით, ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა. ცხელი ხაზი 15 22,  ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.