წყემში მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში, მე-6, მე-7, მე-8, მე-10, მე-11 და მე-13 ქუჩებზე, სადაც ასფალტის საფარი აქამდე არასოდეს ყოფილა, აქტიურად მიმდინარეობს მოასფალტებითი სამუშაოები.

უწყების ცნობით, ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დაიგო საგვაზაო-სუჯუნის დამაკავშირებელ გზაზე.

“პროექტის ფარგლებში, ჯამში 7 კილომეტრი გზა მოასფალტდება, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 700 000 ლარი გამოიყო.

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება, რაც მოსახლეობისთვის უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე საგზაო გარემოს შექმნას ემსახურება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.