აბაშაში ევროპის სპორტის კვირეული ჩატარდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით, აბაშის მუნიციპალიტეტში ევროპის სპორტის კვირეული ჩატარდა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სპორტული აქტივობა. ჩატარდა შეჯიბრება ჭადრაკსა და ბალახის ჰოკეიში, ასევე ქალაქის ტერიტორიაზე გაიმართა საინტერესო ველორბოლა. ღონისძიებაში...

აბაშაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში, უხვი ნალექის შედეგად მდინარე ნოღელა ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ გაარღვია დამცავი დამბა, კალაპოტიდან გადმოვიდა და 30-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ეზო დატბორა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დატბორილია საავტომობილო და შიდა საუბნო გზები. სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი პერტენავა, მერის მოადგილე, ვახტანგ...

აბაშის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელთან ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ. ამავე ინფორმაციით, შენობა აღიჭურვება კომპიუტერული სისტემებით, შემეცნებითი და კვების ობიექტებით. ცენტრი 24 საათის განმავლობაში მოემსახურება სტუმრებს და შესთავაზებს ტურისტულ სერვისებს....