აბაშის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელთან ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ. ამავე ინფორმაციით, შენობა აღიჭურვება კომპიუტერული სისტემებით, შემეცნებითი და კვების ობიექტებით. ცენტრი 24 საათის განმავლობაში მოემსახურება სტუმრებს და შესთავაზებს ტურისტულ სერვისებს....