სუჯუნაში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

  • აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუჯუნაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში სოფელ სუჯუნაში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი, რომელიც სრულად იქნება ადაპტირებული ბავშვების საჭიროებებზე და უზრუნველყოფს მათთვის უსაფრთხო, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

საბავშვო ბაღში ასევე მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სათამაშო მოედანი, რომელიც აღიჭურვება სხვადასხვა ტიპის ატრაქციონებითა და უსაფრთხო, რბილ ზედაპირიანი საფარით.

პროექტი სრულად ხორციელდება საქართველოს მთავრობის დაფინანსებით.