აბაშის საცხენოსნო იპოდრომმა ეთნოსპორტის ფესტივალს უმასპინძლა

  • აბაშის საცხენოსნო იპოდრომმა ეთნოსპორტის ფესტივალს – „აბაშა – 2026“ უმასპინძლა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობდნენ მხედრები აბაშიდან, თბილისიდან, ზუგდიდიდან, მარტვილიდან, ოზურგეთიდან, ახმეტიდან, ყულარის ცხენთსაშენიდან და ყაზბეგიდან.

ჩატარდა დოღი სამ დისტანციაში. 1200 მეტრიან დისტანციაში პირველი ადგილი დაიკავა აბაშელმა მხედარმა საბა ხურციამ, 1800 მეტრიან დისტანციაში გამარჯვება კვლავ აბაშელ მხედარს, საბა თელიას (საცხენოსნო კლუბი ,,არტი“) ერგო, ხოლო 2000 მეტრიან დისტანციაში პირველობა ყულარის ცხენთსაშენიდან ნიკა ფერაძემ მოიპოვა.

გუნდურ თამაშობებში, ისინდსა და ცხენბურთში აბაშისა და მარტვილის გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. გამარჯვება მარტვილის გუნდმა მოიპოვა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა და ქართული ტრადიციული თამაშები.

ფესტივალში მონაწილე გუნდები და მხედრები დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით.

ღონისძიება საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

ნაკლების ჩვენება