საგვაზაო-სუჯუნის დამაკავშირებელ გზაზე დასრულებულია ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება

  • აბაშის მუნიციპალიტეტის საგვაზაო-სუჯუნის დამაკავშირებელ გზაზე უკვე დასრულებულია ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება. პარალელურად, ასფალტის დაგებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს სოფელ წყემში VI, VII, VIII, X, XI, XIII ქუჩებზე.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიტ, პროექტის ფარგლებში ჯამში 7 კილომეტრი გზა მოასფალტდება, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1, 7 მილიონი ლარი გამოიყო.