- აბაშის მუნიციპალიტეტში, მარნის კულტურის სახლის დარბაზში ლეგენდარული ანსამბლის – „ქართული ხმების“ ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წუთისოფელი“ გაიმართა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „ქართული ხმების“ ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, რომლის ავტორი და მთხრობელი თემურ ჭკუასელია, კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

