ამბავი სეფიეთის ეკლესიაზე

  • სეფიეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია მდებარეობს აბაშის რაიონ სოფ. სეფიეთში, რომელიც ძალიან ახლოსაა ეგრისის სამეფოს ძველ დედაქალათან არქეოპოლისთან ანუ თანამედროვე სენაკის რაიონ სოფ. ნოქალაქევთან.

სოფ. სეფიეთშია V-VI საუკუნის ბაზილიკური ტიპის ტაძარი. როგორც თქმულება გადმოსცემს, მახლობელ მთებზე მდებარე სოფლიდან სანადიროდ წამოსული მონადირე გვარად ოჩიგავა, ტყეში გადაყრია ირემს, რომელიც მონადირის მიერ ნასროლმა ისარმა დაჭრა. გაქცეულ ირემს მონადირე ფეხ და ფეხ მიჰყოლია და ამ დევნაში, ეკლესია აღმოუჩენია.

ამბობენ, მომადირის მცდელობით, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიები გასუფთავდა და იქ ხალხი დასახლდა. სოფელისთვის სეფიეთი შეურქმევიათ. ისტორიაში არის საუბარი მენელსაცხებლე, მკურნალ ქალბატონზე სახელად სეფე ოჩიგავაზეც. ტაძარში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ქვები ასომთავრული წარწერებით.

წყაროებში საუბარია წმინდა ნინოს უჩვეულო ხატზეც, სადაც წმინდანი მეფის ტანსაცმითაა გამოსახული, ასევე ეკლესიაში ბერძნულ ნაკვალევზე, სხვადასხვა წმინდანის სახელობაზე, გვირაბზე რომელიც ეკლესიის საძირკველში მდებარეობს და ნოქალაქევის ციხეს უკავშირდება. საუბარია ორი გვარის-ოჩიგავებისა და თოფურიძეების შუღლზე ეკლესიის დასააუფლებლად.