ამბავი სეფიეთის ეკლესიაზე

სეფიეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია მდებარეობს აბაშის რაიონ სოფ. სეფიეთში, რომელიც ძალიან ახლოსაა ეგრისის სამეფოს ძველ დედაქალათან არქეოპოლისთან ანუ თანამედროვე სენაკის რაიონ სოფ. ნოქალაქევთან. სოფ. სეფიეთშია V-VI საუკუნის ბაზილიკური ტიპის ტაძარი. როგორც თქმულება გადმოსცემს, მახლობელ მთებზე მდებარე სოფლიდან სანადიროდ წამოსული მონადირე გვარად ოჩიგავა, ტყეში გადაყრია ირემს, რომელიც მონადირის მიერ ნასროლმა ისარმა...