კაცობურის აღკვეთილი

  • კაცობურის აღკვეთილი 1996 წელს დაარსდა და მისი საერთო ფართობი 295 ჰექტარს შეადგენს. იგი თბილისიდან 300 კილომეტრში, აბაშის მუნიციპალიტეტის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

აღკვეთილის ტერიტორია ძირითადად ვაკეა — მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 40 მეტრს არ აღემატება. აქ ძირითადად გავრცელებულია ალუვიური თიხნარ-ქვიშნარი, მცირე ფართობებზე გვხვდება ნეშომპალა თიხნარ-სილნარი ნიადაგები. კაცობურის აღკვეთილის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე რიონი.

წარსულში ამ ტერიტორიაზე ნამდვილი კოლხური ტყეები ყოფილა გავრცელებული. ამჟამად შემორჩენილია ამ ტყეთა ძლიერ სახეშეცვლილი ნაშთები. ამჟამად, კაცობურის აღკვეთილში მცენარეულობის ძირითად ფონს მურყნარები ქმნიან, სადაც ძირითად ტყისშემქნელ სახეობასთან ასოცირებულია ლაფანი, იფანი და სხვ. აღკვეთილის ტყით დაფარულ ფართობებზე გვხვდება აგრეთვე,თეთრი აკაცია, თხმელა, ტირიფი.

ვიკიპედია ამბობს: კაცობურის აღკვეთილში ფაუნა შედარებით ღარიბია. ჩლიქოსნებიდან აქ გვხვდება: გარეული ღორი და შველი. მტაცებლებიდან კი –მგელი, კურდღელი, ტურა, წავი.

ფრინველთაგან კი აქ მხოლოდ რამდენიმე სახეობის ფრინველი გვხვდება: ქედანი, რუხი ყანჩა, გარეული იხვი, თეთრთვალა ყვინთია,მიმინო, ქორი, და სხვა. აღსანიშნავია აგრეთვე კოლხური ხოხობი პოპულაციის არსებობა.

კაცობურის დაცულ ტერიტორიაზე მასალები მწირია ინტერნეტსივრცეში, არადა, ამ ადგილს,თავისი მშვენიერი სანახებით მოეხიბლა მნახველები.

ფოტო: ინტერნეტი