დასასრულს უახოვდება აბაშაში ავტომაგისტრალური პროექტი

  • აბაშის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეში დასრულდება პროექტი, რომელიც ავტომაგისტრალიდან სოფ. ძიგურის გავლით სოფ. ზანათამდე, გზის ასფალტო-ბეტონით მოწყობას ითვალისწინებს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აღნიშნულ გზაზე ასფალტო-ბეტონის მეორე ფენა იგება. გზა, რომელიც არასდროს ყოფილა ასფალტირებული, სრულად კეთილმოეწყო.

უწყების ცნობით, აბაშაში რეაბილიტაცია უტარდება 18-კმ-მდე გზას.

ასფალტო-ბეტონის საფარის პირველი ფენა უკვე დაიგო ამირან ცანავას ქუჩაზე, 2 კმ-მდე გზაზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო ავტომაგისტრალამდე, ქალაქ აბაშაში გამსახურდიას პირველ და მესამე შესახვევსა და კონსტანტინე კაპანელის ქუჩიდან გამსახურდიას ქუჩამდე, ძველ აბაშაში N8 ქუჩა შესახვევებით მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარით.

სოფ. ნორიოში მდ. აბაშის მიმდებარედ ჭაბურღილთან და სოფ. მარანში საინფორმაციო ცენტრის მიმდებარედ გზაზე რკინა ბეტონის-საფარი დაიგო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ს.ს. „არქეოპოლისი“.