აბაშაში ქარმა დოლიძეების საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

  • წუხელ გვიან ღამით აბაშაში სოფელ მარანში დოლიძეების საცხოვრებელ სახლს მთლიანად გადახადა ქარმა სახურავი, იყო სახლის დანგრევის საფრთხე ამიტომაც აბაშის მერიის მიერ მოხდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში.

მოგვიანებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მოადგილეებთან ერთად აბაშის სასტუმროში ჯამბულ დოლიძის ოჯახი მოინახულა.

ინფორმაციისთვის: აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის და სტიქიის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, მოგლეჯილია ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები, რომლებიც პროცესებში კოორდინირებულად და ოპერატიულად არიან ჩართული, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, მობილიზებულია მერიის ყველა უწყება.