ცოტნე რურუა საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონია

  • აბაშელი სპორტსმენი, მძლეოსანი ცოტნე რურუა საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონია.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც ბათუმში გაიმართა, სპორტსმენები სპორტის 17 სახეობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, აბაშელმა მძლეოსანმა ცოტნე რურუამ ბრწყინვალედ იასპარეზა და 800 მეტრზე რბენაში ჩემპიონობა მოიპოვა, რითაც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედლის მფლობელი გახდა, მისი ეს წარმატება შრომის, მიზანდასახულობისა და სპორტისადმი სიყვარულის კიდევ ერთი ნათელი დასტურია.

ცოტნე 16 წლისაა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონი და სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაკრების წევრია.