- 28 ივნისს, 15:00 საათზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომი ეთნოსპორტის ფესტივალს უმასპინძლებს, სადაც მაყურებელს ქართული ტრადიციული თამაშებისა და კულტურის მრავალფეროვანი პროგრამა ელოდება.
ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ქართული ტრადიციული საცხენოსნო თამაშების შეჯიბრებები, დოღი, ისინდი, ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა და ცხენბურთი, ფოლკლორული კონცერტი.
დღის განმავლობაში, მონაწილეები სხვადასხვა კუთხის ტრადიციულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო მაყურებელი ქართული კულტურისა და ეთნოსპორტის უნიკალურ სანახაობებს იხილავს.
ფესტივალი ტარდება საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

