ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აბაშაში

  • ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში საზეიმოდ აღინიშნა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა სხვადასხვა სახის სახალისო აქტივობა, მუსიკალური კომპოზიციები და მოძრავი თამაშები წარმოადგინეს.

მოეწყო ზღაპრის გმირების კოსტიუმირებული მსვლელობა, სახის მოხატვა, ფოტოსესია საყვარელ ზღაპრის გმირებთან.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, უსურვებს ლაღ და ბედნიერ ბავშვობას.