აბაშაში “კონსტანტინეობა -2026” გაიმართება

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სოფელ ძველ აბაშაში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილესთან დაკავშირებული სახალხო დღესასწაული “კონსტანტინეობა -2026” გაიმართება.

იხილეთ ღონისძიების პროგრამა:

14:00 — საქართველოს ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, კონსტანტინე გამსახურდიას ბიუსტის ყვავილებით შემკობის ცერემონია.

15:00 —კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის დათვალიერება.

15:30 — სახლ-მუზეუმის ეზოში მდებარე ეთნოგრაფიულ სახლში ექსპოზიციებისა და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.

16:00 — კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით.

17:00 — კონცერტი მგალობელ-მომღერალთა გუნდის – „დიდგორი“ მონაწილეობით.