- სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს, რომლის მიზანია, ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებსაც კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით.
“გვაქვს შემთხვევები, რომ დღეს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლოს სამ თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი. ან ოჯახი, რომელსაც 2024 წელს შეძენილი აქვს 2024 წელს გამოშვებული ავტომობილი.
სოც დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია ოჯახი, რომელსაც ერთი წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა. ასევე ოჯახი, რომელსაც აღებული აქვს საბანკო სესხი რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით და ა.შ.”-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

