- 28 ნოემბერს, 15:00 საათზე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და მეწარმეობის მიმართულებით დაინტერესებული პირებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისებზე, ბიზნესის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებზე; ასევე შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინდივიდუალური კონსულტაციები.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მობრძანდეთ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, შემდეგ მისამართზე: აბაშა, ტროფი დარასელიას ქ. N1, მესამე სართული, სხდომათა დარბაზი.

