- 11 ნოემბერს აბაშის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაული „აბაშობა- 2025“ გაიმართება.
იხილეთ სადღესასწაულო პროგრამა:
15:00 -“საპატიო აბაშელის“ წოდებებით, აკაკი ხოშტარიას სახელობითი მედლით დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი ადგილობრივი შემსრულებელებისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით.
16:30 საათიდან:
ქუთაისის ნიღბების თეატრის გმირების საზეიმო მსვლელობა.
აბაშელ ხელოვანთა ნამუშევრების, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული აბაშაში მდებარე ეკლესიების ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების, ფოტო-სურათების, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ქართული გრაფიკის ფუძემდებლის ვლადიმერ (ლადო) გრიგოლიას ნამუშევრების გამოფენა.
კლასიკური მუსიკის კონცერტი – ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმებიანი კვარტეტი.
17:00-18:00 – აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების საშემოდგომო-საგამოფენო სივრცეების დათვალიერება, მეგრული კერძების მასტერკლასი
18:00 – გალა კონცერტი „თბილისური კვარტეტის“ მონაწილეობით
19:00 – ფოიერვერკი
ღონისძიების წამყვანი – ნიკოლოზ წულუკიძე
ღონისძიებები გაიმართება საქართველოს ეროვნულ გმირთა – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში.

