- აბაშელმა კუნგფუისტებმა „კავკასიის მე-3 ღია ჩემპიონატი კუნგ-ფუში“ მორიგი გამარჯვება მოიპოვეს და ნაკრებს 5 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალი მოუტანეს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “კავკასიის მე-3 ღია ჩემპიონატი კუნგ-ფუში“ ერევანში გაიმართა.
ჩემპიონატი მიმდინარეობდა კუნგ-ფუს ორ სახეობაში – ფაიტინგში (კონტაქტური ბრძოლა) და შუაიჯიაოში (ჩინური ჭიდაობა), მასში მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, იტალიის და ირანის გუნდები, როგორც ვაჟები, ასევე გოგონები.
ღია ჩემპიონატში, საქართველოს კუნგ-ფუს ეროვნული ფედერაციის ნაკრებში ასპარეზობდნენ აბაშელი სპორტსმენები, კონსტანტინე ცომაიას სახელობის კინგ-ბოქსისა და სანდას კლუბის წევრები: დიმიტრი მაზარაკისი, ნუგზარ გვაზავა, დომენტი გაბელაია, ჯაბა ქარცივაძე, გიორგი ინჯგია, გიორგი კაჭარავა, ნიკა ჭოხონელიძე, იოანე კირცხალია.
ნაკრებს ამ ღონისძიებაზე სხვა სპორტსმენებთან ერთად ხელმძღვანელობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე პრეზიდენტი ძიუდოში, სპორტის ოსტატი კუნგ-ფუში, აბაშის კლუბის ხელმძღვანელი მამუკა ალანია.

