ლეგენდა “აბაშაზე” და “ცხენისწყალზე”

  • სიტყვა “აბაშა” არაბულიდან მომდინარეობს. მის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს; ერთერთის თანახმად, მტერს მდინარე აბაშის გადალახვა სურდა, მაგრამ მდინარე ადიდებულა და არაბები თურმე ერთმანეთს უყვიროდნენ: ”აბა-შა” – ”უკან დავიხიოთ”-ო.

”ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს: ანაკოფიასთან ძლეული მურვან-ყრუ დაბანაკდა ციხე გოჯთან. კოკისპირული წვიმა მოსულა ისეთი, რომ ორი მდინარე – დღევანდელი აბაშა და ცხენისწყალი გაუერთიანებია – ”წყალთა მათ ზედა ორთა, მსგავსად ერთისა”. ერთმა მდინარემ დაახრჩო 23 000 ქვეითი მურვანის ლაშქარში მყოფი ეთიოპიური წარმოშობის ”აბაშ”-თა ტომისა, მეორე მდინარემ კი წაიღო 35 000 ცხენი და ”ამიერთაგან სახელი ედვა მათ მდინარეთა, ერთსა ”აბაშა”, ერთსა ”ცხენისწყალი”. ეს ყველაფერი მომხდარა ამჟამინდელი ძვ. აბაშის თემის ტერიტორიაზე.