აბაშაში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით 71 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც აბაშის მუნიციპალიტეტის მცხოვრები იყო. პაციენტი ქუთაისის საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 635 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 956 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 953, „პისიარ“ ტესტით – 9 003.

სულ აცრილია – 238 220 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 847.