პოეტი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ჩიქოვანი აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოდან იყო. ის გახლდათ ქართველ ფუტურისტთა ლიტერატურული ჯგუფის ლიდერი და ამავე დროს, ახალგაზრდა მწერალთა გზის გამკვალავი და აქტიური თანამდგომი. დღემდე ლეგენდადაა ქცეული დედაქალაქში ახლადჩასული, აბაშელი, ნიჭიერი ახალბედა პოეტისა და თბილისელი გოგონას მარიკა ელიავას სიყვარული. სიმონმა, მარიკა, გაცნობიდან 7 წლის შემდეგ შეირთო ცოლად....
დუტუ მეგრელის საჩუქარი
მემატიანე ამბობს: საზოგადო მოღვაწე, პოეტი დიმიტრი ხოშტარია -დუტუ მეგრელი დაიბადა 1867 წელს, 26 ოქტომბერს სოფელ სუჯუნაში. მამამისი თომა სოფლის ღარიბი დიაკვანი იყო. იგი მალე გარდაიცვალა, ხოლო დედა, მარიამი, პატარა დიმიტრითურთ ძიძად შევიდა დავით აბაშიძის ოჯახში (ხარაგაული). ამის შემდეგ მან თავი შეაფარა ნიკო დადიანს (შალვა დადიანის მამას). აქ მომავალ პოეტს შთაუნერგეს...
აკაკი ხოშტარია-“ირანის უგვირგვინო შაჰი”
ირანში, გილანის პროვინციაში, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქ ენზელში, დღესაც არსებობს აკაკი ხოშტარიას სასახლე უმშვენიერესი ბაღით. პირველ სართულზე სამხედრო–საზღვაო მუზეუმია, მეორეზე კი გამოფენილია აკაკის პირადი ნივთები. წყაროს ინფორმაციით: 'ბერლინში გამომავალი რუს-დემოკრატთა ყოველდღიურ გაზეთ - „რულის” ჟურნალისტი, ვინმე ვლადიმერ ნემგინსი, 1924 წელს თავის წერილში აკაკი ხოშტარიას მოიხსენიებს, როგორც „ირანის უგვირგვინო...
სუჯუნის წმ. გიორგის ხატის სამყოფელი
სუჯუნა ქ. აბაშის ცენტრიდან დაშორებულია 7კმ-ით. უდიდეს სიწმინდეს და სიძველეს წარმოადგენს სუჯუნის ცენტრში მდგარი მე-18 საუკუნის მიწურულს და მე-19 საუკუნის დასაწყისში აგებული სამთავიანი, გუმბათოვანი წმ. გიორგის ტაძარი. "სუჯუნის წმ. გიორგი" ძველ სამეგრელოში ძლიერ ხატად ითვლებოდა. სუჯუნაში ინახება წმ. გიორგის ნაწილები. ეკლესიაში დაბრძანებულია, ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი (სავარაუდოდ. XVII-XIX საუკუნის ჭედური ხელობა)....
ამბავი სეფიეთის ეკლესიაზე
სეფიეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია მდებარეობს აბაშის რაიონ სოფ. სეფიეთში, რომელიც ძალიან ახლოსაა ეგრისის სამეფოს ძველ დედაქალათან არქეოპოლისთან ანუ თანამედროვე სენაკის რაიონ სოფ. ნოქალაქევთან. სოფ. სეფიეთშია V-VI საუკუნის ბაზილიკური ტიპის ტაძარი. როგორც თქმულება გადმოსცემს, მახლობელ მთებზე მდებარე სოფლიდან სანადიროდ წამოსული მონადირე გვარად ოჩიგავა, ტყეში გადაყრია ირემს, რომელიც მონადირის მიერ ნასროლმა ისარმა...
კაცობურის აღკვეთილი
კაცობურის აღკვეთილი 1996 წელს დაარსდა და მისი საერთო ფართობი 295 ჰექტარს შეადგენს. იგი თბილისიდან 300 კილომეტრში, აბაშის მუნიციპალიტეტის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აღკვეთილის ტერიტორია ძირითადად ვაკეა — მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 40 მეტრს არ აღემატება. აქ ძირითადად გავრცელებულია ალუვიური თიხნარ-ქვიშნარი, მცირე ფართობებზე გვხვდება ნეშომპალა თიხნარ-სილნარი ნიადაგები. კაცობურის აღკვეთილის ტერიტორიაზე...
ალექსანდრე აბაშელი-მზის მეხოტბე
წერილი, რომელსაც გთავაზობთ, აბაშელმა კონსტანტინე გამსახურდიამ უძღვნა აბაშელ ალექსანდრე აბაშელს (ჩოჩიას) და მას მისი უერთგულესი მეგობარი უწოდა. "კონსტანტინე გამსახურდია – “ალექსანდრე აბაშელი” ოდიშური მუხის ჭიშკარს ახალი მთვარისდარი თვალი ჰქონდა დატანებული. როცა ცხენოსანი ვინმე ჭიშკარს მოადგებოდა და დაიძახებდა, ყველაზე ადრე მე გავრბოდი სტუმრის შესახვედრად, მაგრამ ვიდრე კარს გავუღებდი მას, ფრთხილად გავხედავდი...
“ეს ცხოვრება მოსაწყენია…”
კონსტანტინე გამსახურდიას წერილი ზვიადს "მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრივ, გული მტკივა, როცა შენი ბავშვობა თავდება. მეორეს მხრივ, მიხარია, რომ შენ, სადაცაა, ყველა ჩემს სურვილს გაიგებ და მხარში ამომიდგები. ალბათ, შენთვის დამიწერია და მითარგმნია მე ჰომეროსის სიტყვები: "ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და...
კორონავირუსის 9 შემთხვევა სამეგრელო – ზემო სვანეთში
Stopcov.ge-ის ინფორმაციით, დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, აჭარა – 4, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი – 4, შიდა ქართლი – 7, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, კახეთი – 18, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი –...
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის “თვითმმართველობის პარკის” პრეზენტაცია გაიმართა
პროექტის ფარგლებში აბაშის ცენტრში შეიქმნება თვითმმართველობის პარკი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ვიდეორგოლებით მიიღონ ინფორმაცია: მოქალაქეთა ჩართულობის არსებულ მექანიზმებსა და გამოყენების გზებზე. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამების და ქვეპროგრამების, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ტურისტული ადგილების შესახებ. ამისათვის პარკში დამონტაჟდება დიდი ეკრანი. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ცნობიერება“, ევროკავშირის პროექტის „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული...