სამეგრელოს რეგიონის კოვიდკლინიკებში 400 პაციენტი რჩება

  • რეგიონის კოვიდ კლინიკებში 400 პაციენტი რჩება. მათგან რუხის კლინიკაში იმყოფება 183 კოვიდ პაციენტი. მძიმეა 42-ის მდგომარეობა.

ფოთის კლინიკაში 40 ინფიცირებული რჩება.

სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 პაციენტი.

ფოთის კლინიკა “ბომონდში” 24.

აბაშის “ევექსის” კოვიდ კლინიკაში 28 ინფიცირებულია მოთავსებული.

სენაკის “ლაზიკა მედში” – 83. მათ შორის მძიმე 3 და საშუალო სიმძიმის 81.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 176 მოქალაქე.