კორონავირუსით აბაშის მკვიდრი გარდაიცვალა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით აბაშის მკვიდრი, 74 წლის მამაკაცი გარდაიცვალა რუსთავის კოვიდ კლინიკაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 3 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 332 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი.