აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ილიასა და დავით აღმაშენებლის სახელობის გზებზე. რამდენიმე დღეში დაიწყება ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება რუსთაველის ქუჩაზე და აკაკის ქუჩის პირველ და მეორე შესახვევებში.

პროექტის დასრულების შემდეგ გადაწყდება გზასთან დაკავშირებული მრავალწლიანი პრობლემა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შპს „ინდიკო“.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.