აბაშაში ოპოზიციური ფრაქცია დაფუძნდა

  • აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია “აბაშისთვის” დაფუძნდა.

ფრაქცია “ძლიერი საქართველო – ლელო”-ს, პარტია “გახარია საქართველოსთვის” და “თავისუფალი საქართველო”-ს დეპუტატებმა გელა თოფურიამ, კოკი ჩაჩავამ და გელა ლაბარტყავამ დააფუძნეს. ფრაქციას “ძლიერი საქართველო – ლელო”-ს ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა თოფურია უხელმძღვანელებს.

ინფორმაციას “სამეგრელო ძლიერი საქართველო” ავრცელებს