- აბაშაში ეროვნული სამოსის დღე კოსტიუმირებული მსვლელობით აღინიშნა.
ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა საზეიმო მსვლელობა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ანანურის“ მოცეკვავეები.
ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა ქართული კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობისა და ისტორიული ღირებულების წარმოჩენას ისახავს მიზნად.
ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტტეტის მერია ავრცელებს

