„ქართულმა ოცნებამ” აბაშის მერობის კანდიდატად გიგა გაბელაია წარადგინა კატეგორია: მთავარი, სიახლეთარიღი: ივლისი 30, 2021 “ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა. აბაშის მერობის კანდიდატად პარტიამ გიგა გაბელაია დაასახელა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.