„ქართულმა ოცნებამ” აბაშის მერობის კანდიდატად გიგა გაბელაია წარადგინა

“ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა. აბაშის მერობის კანდიდატად პარტიამ გიგა გაბელაია დაასახელა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.