ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელად გურამ დიაკონიძე წარადგინეს

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ირაკლი პერტენავამ, ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, გურამ დიაკონიძე წარადგინა.

გურამ დიაკონიძე დაიბადა 1978 წელს. სწავლობდა სუჯუნის საშუალო სკოლაში. დაამთავრა ქუთაისის მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი ავტომექანიკური ფაკულტეტის ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. 2013-2015 წლებში მუშაობდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.