საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ მარნის კულტურის სახლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძე დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი,...