- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ფეხბურთის გულშემატკივარს საშუალება ეძლევა, ევროპის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში მოწყობილ დიდ ეკრანზე უყუროს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მატჩის დღეს მოეწყობა სხვადასხვა გასართობი აქტივობა.
18 ივნისი, 19:00 საათიდან ღია სცენაზე, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი, ფლეშ-მობი, კვების კუთხე, ახალგაზრდების საზეიმო მსვლელობა.
18 ივნისი. საქართველო-თურქეთი- 20:00;
22 ივნისი. საქართველო – ჩეხეთი – 17:00;
26 ივნისი. საქართველო – პორტუგალია – 23:00;