აბაშის მუნიციპალიტეტში სპორტის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

  • 6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აბაშის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.

ამ დღესთან დაკავშირებით ჩატარდა საჩვენებელი სპორტული აქტივობები სპორტის სახეობებში: მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, ჭიდაობა, მინდვრის ჰოკეი.

მონაწილე სპორტსმენები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებითა და დიპლომებით.

სპორტის საერთაშორისო დღე მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ააიპ „სპორტის განვითარების ცენტრის” ორგანიზებით ჩატარდა.

სპორტის საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით 2013 წელს გამოცხადდა და ყოველწლიურად აღინიშნება.

ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს