აბაშის ხელოვნების სკოლა კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია

  • აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლა, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის, – “სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება” – გამარჯვებულია.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო როიალს ხელოვნების სკოლას, გამარჯვებული პროექტის, “სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება” ფარგლებში გადასცემს.

კონკურსის მიზანია უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; ინფრასტრუქტურული განვითარება, რომელიც მოემსახურება სასწავლებლების ძირითად მიზნებს; მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციის ამაღლება; საშემსრულებლო ოსტატობის სრულყოფისა და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა.