- აბაშის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული “აბაშობა-2025” აღინიშნება. დღესასწაულის ფარგლებში, ჩატარდა საპატიო აბაშელების მინიჭების ცერემონია.
აბაშელებს “აბაშობა-2025” მიულოცა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “საპატიო აბაშელის წოდება“ მიენიჭათ:
მანანა ბოკუჩავას, ექიმს, პროფესიულ საქმიანობაში მაღალი პასუხისმგებლობის, აბაშელთა მიმართ გამოჩენილი თანადგომისა და საზოგადოებისათვის გაწეული ღირსეული სამსახურისთვის.
მარიამ ჭანტურიას, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონს ძიუდოში. საქართველოსა და ჩვენი მუნიციპალიტეტის ღირსეული წარმოჩენის, სპორტში განსაკუთრებული წარმატებებისა და ახალგაზრდობისთვის მისაბაძი მაგალითის შექმნისთვის.
შაქრო ტყვაცირიას, მხატვარ-მოქანდაკეს, ხელოვნების სკოლის პედაგოგს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მშობლიური აბაშის კულტურული ცხოვრების გამდიდრებისთვის.

