- აბაშის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
დღეს, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები პირველი მაისისა და მარნის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში გაიმართა.
შეხვედრებს მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
მოსახლეობამ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, გამოიკვეთა კონკრეტული წინადადებები.
შეხვედრები უკვე გაიმართა ნორიოს, წყემის, ზანათის, ძველი აბაშის, ონტოფოს, სეფიეთის, ნაესაკოვოს, ტყვირისა და ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
აბაშის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 500 000 ლარია გამოყოფილი.
პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 23 თებერვალს დასრულდება.
ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

