- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნასა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში მოსახლეობას შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად შეხვედრებს შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაიით, 2026 წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ჯამში გამოყოფილია 990 000 ლარი, აბაშის მუნიციპალიტეტისთვის კი 500 000 ლარი. პროგრამის ფარგლებში თანხის გადანაწილება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ხორციელდება. გამოყოფილი ბიუჯეტით კი სოფლებში მოქალაქეების მიერ ხმათა უმრავლესობით შერჩეული პროექტების განხორციელება მოხდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, შეხვედრები ყველა დასახლებულ პუნქტში გაიმართება.

