აბაშაში საახალწლო დღეები იწყება – დღეს ქალაქის ნაძვის ხე აინთება

  • ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსი და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით საახალწლო კონცერტი გაიმართება.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამზადისი დასასრულს უახლოვდება: მოწყობილია სხვადასხვა დეკორაცია, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

ღონისძიება 17:00 საათიდან დაიწყება.

ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუა დაასაჩუქრებს.

საღამო კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.