აბაშაში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნა

  • აბაშის მუნიციპალიტეტში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოლიმპიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და ააიპ „სპორტის განვითარების“ მხარდაჭერით, სხვადასხვა სპორტული აქტივობა გაიმართა. ჩატარდა მარათონი მძლეოსნობაში, მონაწილეებს გადაეცათ ბრენდირებული მაისურები, ასევე მაგიდის ჩოგბურთელებს გადაეცათ მაგიდის ჩოგბურთის ინვენტარი.

ინფორმაციისთვის: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, 23 ივნისს მსოფლიოში ოლიმპიადის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 1948 წლიდან აღინიშნება.