აბაშაში თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

  • საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 19 აგვისტოს, 20:00 საათზე, მარნის კულტურის სახლში, პროექტის “მუსიკალური ზაფხული 2025“-ის ფარგლებში, თინათინ მღვდლიაშვილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: ეკა კვალიაშვილი, თემურ თათარაშვილი, მარიკა ქაცარავა, დავით ძიძიგური, გიორგი ჭიალაშვილი.

დასწრება თავისუფალია!