- აბაშის მუნიციპალიტეტში, ხელოვნურსაფარიან მინი მოედანზე კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გაიმართა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირის გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი გახდა ქალაქის გუნდი „ძველი სკოლა“, მეორე ადგილი სუჯუნის გუნდმა დაიკავა, მესამე ადგილზე ზანათის გუნდი, ხოლო მეოთხე ადგილზე გეზათის გუნდი გავიდა.
გამარჯვებული გუნდები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასული გუნდი რეგიონულ პირველობაზე იასპარეზებს.