17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა და მას ხელს საქართველოს-პრემიერ მინისტრი აწერს. „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული...

18 მაისამდე შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ‘თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 მაისს გამოიდარებს, ხოლო 16-17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება....

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ხოშტარიამ, მერიის სამსახურების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა, 9 მაისის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს 9 მაისისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია. ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით,...

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მოირთო ქალაქის ცენტრი

აბაშის მუნიციპალიტეტში ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მოირთო ადმინისტრაციული შენობები, ქალაქის ცენტრი თავისუფლების ქუჩაზე, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრისა და რკინიგზის სადგურის შენობები. ფოტო: აბაშის მერია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: “საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „თქვა … იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი,...

აბაშაში სააღდგომო ნობათი 30-მდე ოჯახს გადაეცა

აბაშის მუნიციპალიტეტში სააღდგომო ნობათი 30-მდე ოჯახს გადაეცა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო კალათები, რომელიც 16 სხავადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს, მარტოხელა მშობლებს, მრავალშვილიან, ასევე, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს გადასცეს. სააღდგომო ნობათები მერის გიგა გაბელაიას, მერის პირველი მოადგილის, ირაკლი პერტენავას, მოადგილის, გიგა ჯვარელიას, მერიის ყველა თანამშრომლის უშუალო ჩართულობით...

სეს-ი აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივ და იმპორტირებულ სურსათს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო, მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. ხორცის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ: შენახვისა და განთავსების პირობებს – ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით – 7-დან 10 გრადუსამდე;...

საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა 28 მაისიდან შეეძლებათ

28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უვიზოდ გაემგზავროს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 2024 წლის 29 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც ჩინეთის...

ოთარ შამუგიამ სოფელ სეფიეთში მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, კომპანიის „ჯეო აგრო ისთეით“ ბაღში იმყოფებოდა. მინისტრმა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ახლად გაშენებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაღში კომპანიას „ჯეო აგრო...

მერმა გოგუცა მირცხულვა-გვაზავას 100 წლის იუბილე მიულოცა

ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მედიკოსს, გოგუცა მირცხულვა-გვაზავას 100 წლის იუბილე აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ხოშტარიამ პირადად მიულოცეს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, გოგუცა მირცხულავა-გვაზავა მეორე მსოფლიო ომის დროს გალის რაიონში 8 სოფელს ემსახურებოდა, წლების განმავლობაში მუშაობდა ტყვარჩელში, მღეროდა, ხელმძღვანელობდა სოფლების, ნაბაკევისა და ბარღების სასკოლო გუნდებს, დღესაც...