თავისუფლების ქუჩაზე, რკინა-ბეტონის არხის მოწყობა მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე, N102 მრავალსართულიან საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, რკინა-ბეტონის არხის მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, N102 მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლთან ეწყობა სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცე. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ჯორჯიკიას ქუჩისა და პატარა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. “ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და...

აბაშაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მორიგი ეტაპი იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მორიგი ეტაპი იწყება. უწყების ცნობით, უახლოეს პერიოდში, 13 კმ-მდე გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება შემდეგ ტერიტორიებზე: სოფელ სუჯუნაში, საბაღათურიოს უბანში, N2 ქუჩაზე. სოფელ სეფიეთში N9, N10 და N4 ქუჩაზე. სოფელ ზანათში სამიმინოშვილოს უბანში N8 ქუჩაზე. სოფელ ქვიშანჭალაში N1 და...

აბაშაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 20 აპრილს შპს “შანი” საოჯახო მედიცინის ცენტრში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი პირები 10-მდე სხვადასხვა პროფილის, მაღალკვალიფიციურ ექიმ სპეციალისტთან კონსულტაციის გავლას და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევების უფასოდ ჩატარებას შეძლებენ. დამატებით ბენეფიციარებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ.

აბაშის მერიაში სოციალური დახმარების გაცემის კომისიის სხდომა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების გაცემის კომისიის სხდომა გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა, კომისიის თავმჯდომარემ, გიგა გაბელაიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ირაკლი პერტენავამ, კომისიის წევრებთან ერთად განიხილეს მოქალაქეთა 57 განცხადება. მიზნობრივ ჯგუფებს განესაზღვრათ შესაბამისი დახმარებები, მათ შორის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამით დაფინანსდა 12 ბენეფიციარი. 1 იანვრიდან დღემდე სხვადასხვა კატეგორიის...

აბაშაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

1989 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს. 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორიალთან გაიმართა დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია, გაიხსენეს ფაქტები საქართველოს უახლესი ისტორიიდან. ინფორმაციისთვის:...

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი...

ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება

ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო...

აბაშის მუნიციპალიტეტში სპორტის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აბაშის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული. ამ დღესთან დაკავშირებით ჩატარდა საჩვენებელი სპორტული აქტივობები სპორტის სახეობებში: მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, ჭიდაობა, მინდვრის ჰოკეი. მონაწილე სპორტსმენები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებითა და დიპლომებით. სპორტის საერთაშორისო დღე მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა...

აბაშის ხელოვნების სკოლა კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლა, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის, - “სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება” - გამარჯვებულია. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო როიალს ხელოვნების სკოლას, გამარჯვებული პროექტის, “სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება” ფარგლებში გადასცემს. კონკურსის მიზანია უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და სწავლის ხარისხის...