აბაშაში სკრინინგის უფასო აქცია ჩატარდება

  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ ჩაიტარონ ძუძუს კიბოს სკრინინგი, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევები და ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის) სკრინინგი.

უწყების ცნობით, გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.

გამოკვლევები აბაშაში, 20 მარტს, კილასონიას №4-ში ჩატარდება, აბაშის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის შენობში.

ინფორმაციისთვის: აქცია რეგიონებში ეტაპობრივად, ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ჩატარდება.

სკრინინგის აქციები 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მისი მიზანი დაავადების ადრეული აღმოჩენა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა.