დავით კაჭარავას ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • აბაშაში, დასრულების ეტაპზეა დავით კაჭარავას ქუჩისა და ამავე ქუჩის 1-ლი ჩიხის, დავით კაჭარავას მე-2 ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, პროექტის ფარგლებში დავით კაჭარავას ქუჩისა და მისი ჩიხების რეაბილიტაცია ხორციელდება 3 500 მეტრზე, საერთო ღირებულებით 4 220 000 ლარი. სამუშაოები მოიცავს სანიაღვრე არხების მოწყობას, ეზოებში შესასვლელების, ტროტუარებისა და გარე განათების ინფრასტრუქტურის მოწყობას. პროექტი ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.

აღნიშნული ტერიტორია ძლიერი ნალექის პერიოდში იტბორებოდა, რაც მოსახლეობის გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შედეგად არსებული პრობლემა სრულად აღმოიფხვრება.