- გარემოს ეროვნული სააგენტო, 9-11 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 9 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს.
“ქ. თბილისში 9 და 11 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.”-აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

