9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. 9 აპრილის მემორიალთან, მერი მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებთან, აბაშის ეროვნული მოძრაობის ძველი გვარდიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.